ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:38
გიორგი ვოლსკი

განცხადება · 152 ნახვა

„კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი რეგისტრაცია საზღვარგარეთ – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული“

არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პროგრამების დაფინანსებისა არ გვაქვს, პირიქით, მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით ხორციელდება. 600-მდე თუ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ გამჭვირვალობის კანონის მიხედვით. “ფარას” კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას, მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი ანგარიშები და რეგისტრაცია საზღვარგარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა არასამთავრობოებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება, სხვა შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. რაც შეეხება მარტა კოსის და “საქართველოს მოძულე სხვა ადამიანების” განცხადებებს, ვოლსკის თქმით, ამ კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფო გაუმკლავდება შავი ფულის შემოტანის მცდელობებს სწორედ იმ კანონებით, რაც განვითარებულ დემოკრატიებში ჩვეულებრივ სტანდარტად მიიჩნევა.

“ამ პრინციპზე ვდგავართ. რასაკვირველია, აქედან უკან არ დავიხევთ, მიუხედავად მარტა კოსის თუ სხვა საქართველოს მოძულე ადამიანთა კრიტიკისა. არსებობს სისტემა, არსებობს კანონი და ამ კანონს უნდა ადავემორჩილოთ, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული. მარტა კოსის განცხადება შემაძრწუნებელია, გვეუბნება, რომ დიახაც, შავი ფული უნდა შემოვიტანო და დიახაც, უნდა მოვძებნოთ გზები, ისე დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ კონტროლი არ იყოს. ეს არის პრობლემა, მაგრამ, რასაკვირველია, ამ პრობლემას გავუმკლავდებით იმ სისტემის და კანონების მეშვეობით, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტანდარტია. ასე რომ, ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არც ახლა არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ხდებოდეს ამ თანხების კოორდინაცია.USAID -მა რაც შეაჩერა ამ ნგრევის სცენარის დაფინანსება, ეს თავის თავზე აიღო ევროკავშირმა, როდესაც უკრაინაში ასეთი მდგომარეობაა შექმნილი.” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი ვოლსკი„ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“
  2. გიორგი ვოლსკი„საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო“
  3. გიორგი ვოლსკი„„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო – იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო, დღეს სხვა ვითარებაა, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ“
  4. გიორგი ვოლსკი„სოხუმში წარმატებით ამრავლებენ ჯიღაურას სანერგე მეურნეობიდან გაგზავნილ აფხაზური, ამლაჰუსა და ჭვიტილურის ჯიშის ნერგებს. მათი სანერგედანაც გამოიგზავნა რამოდენიმე აფხაზური ჯიშის ნერგი“