ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი12°C
  • გორი10°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:08
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 88 ნახვა

„რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით“

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე წერს და აღნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისი ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დასტურია და რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით.

მისი თქმით, 2026 წლის წარმატება შემთხვევითობა არ არის – ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაყოფი, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. სტაბილურობა ნიშნავს განვითარებას.

„2026 წლის სტარტი: შედეგი, რომელიც სწორმა პოლიტიკურმა კურსმა მოიტანა! პოლიტიკა ემოცია არ არის, პოლიტიკა შედეგია. დღეს არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში უალტერნატივო გზა აირჩია. ციფრები, რომლებიც თავად მეტყველებენ: 1 – ეკონომიკური ზრდა: გაეროს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით იზრდება. შედარებისთვის: უკრაინა — 2.3%, მოლდოვა — 2.5%. ეს არის სხვაობა ომსა და მშვიდობას, ილუზიებსა და რეალურ განვითარებას შორის; 2 – ფინანსური ფარი: ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ $6.16 მილიარდზეა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა დაცულია გარე შანტაჟისა და ეკონომიკური რყევებისგან; 3 – საერთაშორისო პრესტიჟი: ქართული პასპორტი მსოფლიოში 33-ე ადგილზეა. სუვერენიტეტის დაცვა იზოლაციას კი არა, პირიქით — ქვეყნის ფასის ზრდას ნიშნავს. რას გადაურჩა საქართველო? რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით. ჩვენი არჩევანი იყო არა სხვისი ომი, არამედ საკუთარი ქვეყნის მშენებლობა. P.S. 2026 წლის წარმატება შემთხვევითობა არ არის. ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაყოფი, სადაც სახელმწიფო ინტერესი ყოველთვის პირველ ადგილზეა. სტაბილურობა ნიშნავს განვითარებას!“ – წერს ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“