განცხადება · 115 ნახვა
ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის დადანაშაულებაზე
„ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა!“
ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეელში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი ტერორიზმში ბრალდებული, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ის მკაცრი რეჟიმის ციხეში მამუკა მდინარაძის დავალებით მოათავსეს.
სადღობელაშვილი, აშშ-ის და ისრაელის ციხეების მაგალითზე წერს, თუ როგორ ეპყრობიან სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ადამიანებს და აცხადებს, რომ ზოგადად არსებობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი შინაგანაწესი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„საოცარი პირდაპირ! ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაპატიმრებული მოძალადე პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს მოძალადე და ტერორისტი ელისაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მდინარაძეს დავალებით მოათავსეს (სასაცილოდ არ მყოფნის თითქოს სხვა ტერორისტები ლიუქს პალატებში იყვნენ მოთავსებულები)! ვციტირებ პოტენციური ტერორისტის ფრაზას :
“მისი დავალებით ვარ უმკაცრეს ციხეში. 2 თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. 1 თვე პლასმასის ტაშტი არ მომცეს. დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი”.
ძვირფასო ალეკო შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს გეფიცები იმის “ერთი ადგილი აღარ გექნებოდა” ამდენი გეყბედა! გვანტანამოს პატიმრებს ფრჩხილები საერთოდ არ აქვთ! ტაშტს კი არა, მზის შუქს ნატრულობენ ისრაელის ციხეებში პალესტინელები! ზოგადად კი გეტყვით, რომ ეგეთი შინაგანაწესია პენიტენციურ სისტემაში (ვინც ნამყოფია დამეთანხმება), პოტენციურ ტერორისტებს და არა მარტო მათ, არ მიეცეთ ბასრი საგნების შეძენის უფლება, მეტიც – წვერის გაპარსვის დროს ბადრაგი უნდა აკვირდებოდეს პროცესს და შემდეგ ართმევდეს საპარსს…
P.S. ისე კარგი იქნება ამ არაადექვატურთან ფსიქიატრს თუ შეუშვებენ დასალაპარაკებლად, აშკარად უჭირს!“- წერს ლადო სადღობელაშვილი
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
- ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
- ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
- ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
