ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ პირველ ადგილზე დაასრულა, იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.
Facebook Comments Box











