ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ17:46
გრიგოლ გეგელია

განცხადება · 115 ნახვა

„საზოგადოებას აინტერესებს არა ვინ რაზე შეთანხმდა, არამედ რა არის ხედვა, როგორ დავძლევთ რეჟიმს მშვიდობიანი გზით“

არანაირი შეთანხმება არაფერთან დაკავშირებით არ არსებობს, – ასე ეხმაურება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, რვა ოპოზიციურ პარტიას ერთობა აქვს და მნიშვნელოვან პირობებს ათანხმებს ერთმანეთთან.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, საუბრის დეტალები არსებითი არ არის და საზოგადოებას არც აინტერესებს, ვინ რაზე ილაპარაკა.

„არანაირი შეთანხმება არაფერთან დაკავშირებით არ არსებობს. არის გარკვეული საუბრის პროცესი, ეს არის და ეს. თუ რაიმე შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, ამას გაიგებთ. საუბრის დეტალები არსებითი არ არის. საზოგადოებას არ აინტერესებს, ვინ რაზე ილაპარაკა, რაზე შეთანხმდა, ეს რაღაცა მუხლები. საზოგადოებას აინტერესებს ხედვა, როგორ დავძლევთ ამ რეჟიმს მშვიდობიანი გზით და როგორ შევქმნით უკეთეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებს ყველა მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში. დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა გეგელიამ.

კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ რვა ოპოზიციურ პარტიას აქვს ერთობა. მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაში არ განიხილება, „ლელოსთან“ კი ვერ იქნება თანხმობა, თუ მათ ერთობაში მყოფი პარტიებისგან განსხვავებული სტრატეგია ექნებათ.

გრიგოლ გეგელია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გრიგოლ გეგელია„მე კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს“
  2. გრიგოლ გეგელია„მზად ვართ, „ქართული ოცნების“ სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე“
  3. გრიგოლ გეგელია„არაფორმალური შეხვედრები შედგა და კიდევ ბევრი შედგება, მათ შორის იყო არაფორმალური შეხვედრა ზურაბ ჯაფარიძესთან, მნიშვნელოვანია ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება“