განცხადება · 131 ნახვა
გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე
„ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურების ეფექტიანი მუშაობის გამო“
15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ელჩის ყოველი მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა და ირანის ისტორიულ გამოცდილებაზე აპლიკაციური ანალოგიებით მიუთითა, თითქოსდა მსოფლიო პოლიტიკა მხოლოდ მისი თვალით არის გასაგები. შეხვედრის დამსწრეთა ნომენკლატურა წააგავს საკულტო თეორიული სემინარის მონაწილეთა სიას: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დავით ქაშიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მომავალი დაფინანსების „პრინციპულ-სტრატეგიული კვანძი“ ლუკა მიშველაძეა, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამსახურებული წევრი. გენიალური „გეგმა-ინოვაცია“, რომლის ავტორიც ფიშერია, უკვე გამოჟონილია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ზედმიწევნით ახორციელებენ მონიტორინგს. ელჩის ყოველი ვაბანკური, მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის. ბატონ ფიშერს შეუძლია, ცენტრისთვის განკუთვნილ ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობის გამო. კიდევ ერთი საინტერესო კონტრასტი: ვინ უფრო სასაცილოდ გამოიყურება – მუდმივად ხელმოცარული გერმანიის ელჩი ფიშერი, თუ გრელანდიაზე ამერიკელების შესაძლო თავდასხმის მოგერიების მზადყოფნაში მყოფი გერმანელი ჯარისკაცი?” – წერს ნიკოლეიშვილი.
ლევან ნიკოლეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან ნიკოლეიშვილი„აბა თუ გახსოვთ, სად იყო “სწიოპა” როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს? სად იყო და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული“
- ლევან ნიკოლეიშვილი„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა““
- ლევან ნიკოლეიშვილი„დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს“
- ლევან ნიკოლეიშვილი„სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“
