განცხადება · 143 ნახვა
„პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება“
პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლებაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას შეწყალების აქტს გამოსცემდა. 20 იანვარს დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? შეწყალების აქტის გამოცემას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურების გავლა, სადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებია ჩართული. ეს აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება შესაბამისი აქტის გამოცემა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამას მოჰყვა აჟიოტაჟი.
„ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელების გარკვეული სეგმენტი ამბობდა, რომ აქტის გამოცემის შემდეგ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს, ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ. მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი შენარჩუნდეს. პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, მიმართვა მაინც არის საჭირო.
რეალურად, როდესაც ვინმეს უნდა, ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურთ, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის, სპეკულანტური, დაძაბული გარემოს რამენაირად შექმნა იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიზანი იყო, „საკუთარი პატიმრით გაეწიათ სპეკულაცია, რათა შეექმნათ სასპეკულაციო მასალა საზოგადოებაში ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად“.
„ყაველაშვილს არავისგან არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ეს ლეგიტიმაცია არის საქართველოს კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციის შესაბამისად წარმართული დემოკრატიული პროცესით და ხალხის არჩევანით. ზოგადად, სიტყვა შეწყალების მნიშვნელობას თუ დააკვირდებით და იმ კანონებს წაიკითხავთ, რომლებიც ამ აქტს უზრუნველყოფენ, მიხვდებით, რა არის საჭირო შეწყალებისთვის. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, მას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ირაკლი ქადაგიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ქადაგიშვილი„ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას“
- ირაკლი ქადაგიშვილი„სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ის შენობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება“
- ირაკლი ქადაგიშვილი„31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე- გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ“
- ირაკლი ქადაგიშვილი„სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი“
