პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს არ მონაწილეობის ფაქტს. მისი თქმით, საქართველომ სწორი ქცევის “საგზაო რუკა” შესთავაზა მსოფლიოს.
„რატომ აღარაა საქართველოს ადგილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე? ამას მკაფიო პასუხი გასცა აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა. მან ფორუმზე მკაფიოდ განაცხადა: გლობალიზაცია „მოკტა“, არც დასავლეთს და არც აშშ-ს ის აღარ სჭირდება, ის ვეღარ გაგრძელდება და ამერიკა აღარ აპირებს მისი „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნებას, პირიქით, ის ყველაფერს გააკეთებს მისი გარდაუვალი ტრანსფორმაციისთვის. სწორედ ამიტომ არაა მანდ ჩვენი ადგილი. უბრალოდ ამაშიც საქართველომ როგორც მინიმუმ, გაასწრო ყველას და უკვე მერამდენედ სწორი ქცევის „საგზაო რუკა“ შესთავაზა ადეკვატურ მსოფლიოს. თუნდაც – უნებლიედ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.











