ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი5°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ12:05
გიორგი ზერეკიძე

განცხადება · 106 ნახვა

თენგო კირთაძეს

„ამაზრზენო არაკაცო, კლოუნების პარტიის წარმომადგენელო! კობახიძემდე რომ მიხვიდე გინდ განათლებით და გინდ ჭკუით, კიდევ ცხრა ცხოვრება რომ იცხოვრო არ გეყოფა – რამდენად მოღალატეები არიან, რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, იმდენი ღვარძლს და ბოღმას რომ ანთხევენ“

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, “ფედერალისტების” წევრის, თენგო კირთაძის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კირთაძეს “ცხრა ცხოვრება არ ეყოფა”, კობახიძემდე რომ მივიდეს ჭკუით ან განათლებით. კერძოდ, ის აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასურსათო ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ “ირაკლი კობახიძე არის კლოუნი, რომელიც დასცინის საქართველოს ღარიბ მოსახლეობას.”

ზერეკიძის თქმით, რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, ოპოზიციამ იმდენჯერ ღვარძლი და ბოღმა ამოანთხიეს.

“კირთაძე შე მართლა ამაზრზენო არაკაცო! მართლა კლოუნების პარტიის წარმომადგენელო! კობახიძემდე რომ მიხვიდე გინდ განათლებით და გინდ ჭკუით, კიდევ ცხრა ცხოვრება რომ იცხოვრო არ გეყოფა! რა კატასტროფა სჭირს ეს ამ ხალხს, რამდენად მოღალატეები არიან, რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, იმდენი ღვარძლს და ბოღმას რო ანთხევენ?? ჩარჩებით ბოლომდე მაგ ბოღმაში!” – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ზერეკიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი ზერეკიძე„ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა – ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა“
  2. გიორგი ზერეკიძე„იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა “ნაცების” მედია და ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე – პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს, ანუ ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა“
  3. გიორგი ზერეკიძე„სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებსა და დასჯას ითხოვენ, თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით – რა არის ეს ყველაფერი, თუ არა ფინალური ლურსმანი ნაცების პოლიტიკურ კუბოზე?“
  4. გიორგი ზერეკიძე„ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება“