ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ11:59
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 172 ნახვა

„ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი“

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის გარშემო დასავლეთის დამოკიდებულების ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ ნელ-ნელა გადადის „რუტინული გეოპოლიტიკის“ ფაზაში.

„უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან“ — უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ „რუტინული გეოპოლიტიკის“ რეჟიმში,”- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რატომ დასრულდა უკრაინისადმი დასავლეთის პოლიტიკური და მორალური ექსტაზის ეტაპი და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ახალ რეალობაში.

“ეს დღე აუცილებლად დადგებოდა — მსოფლიო უკრაინას „გადააგდებდა“ ადრე თუ გვიან, გადაღლილი მისი პრობლემებით და გადატვირთული საკუთარით. საქართველო დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მალევე გადააგდო და მიივიწყა. უკრაინას ამისთვის ოთხი წელი დასჭირდა და ენით აღუწერელი ფასის გადახდა. 2022–2024 წლებში უკრაინა დასავლეთის მორალურ და პოლიტიკურ ფოკუსად იქცა, მაგრამ 2026 წელს ეს ფაზა დასრულებულია. არა იმიტომ, რომ კონფლიქტი ამოიწურა, არამედ იმიტომ, რომ მან შეწყვიტა სტრატეგიული სარგებლის მოტანა ძალაუფლების ძირითად ცენტრებისთვის. დღეს გლობალური დღის წესრიგი გადაინაცვლა იმ თემებზე, სადაც XXI საუკუნის კონტროლი წყდება: არქტიკა, მიწოდების ჯაჭვები (დერეფნები), ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, კონკურენცია ჩინეთთან. ამ კონტექსტში უკრაინა — „პროვინციული“ კონფლიქტია ფიქსირებული რისკებით და ყურადღების კლებადი დინამიკით. უკრაინული თემის არათავსებადობა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფორმატთან — არა დიპლომატიური „შემთხვევითი დამთხვევაა“, არამედ სტრუქტურული მაჩვენებელი.

დავოსი ის ადგილია, სადაც ელიტები განიხილავენ მომავლის მოგებასა და სტაბილურობას, სარგებლის გადანაწილებას და არა ომის გაგრძელებას გაურკვეველი ფინალით. ამ ლოგიკაში უკრაინული სამობილიზაციო და „მორალურ-საწუწუნო“ რიტორიკა ეწინააღმდეგება ფინანსური მაგნატების საინვესტიციო პრაგმატიზმს. ამიტომაც ჯერ კიდევ გუშინდელი „გმირი“ ზელენსკი, რომელსაც წითელ ხალიჩებს უფენდნენ, დღეს ჩნდება, როგორც „გამაღიზიანებელი სტატისტი“ და არა მთავარი სპიკერი. ამიტომაც დავოსში ამ უჩვეულო და სამარცხვინო იპოსტასში ის არც კი ჩასულა. ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი. ტრამპი დაიღალა იმის მტკიცებით, რომ ეს არაა მისი ომი. მისი „ომია“: არქტიკა (გრენლანდია), ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, სამრეწველო რეინდუსტრიალიზაცია. დეკლარირებული მხარდაჭერა შენარჩუნდება, მაგრამ რაიმე ახალი ვალდებულებების გაფართოების, ფსონების გაზრდისა და პოლიტიკური ექსტაზის გარეშე. უკრაინა გადადის მეორეხარისხოვანი ამოცანების გადაწყვეტის რეჟიმში და არა ისტორიული მისიის ფორმატში. ხუთშაბათს სტივ უიტკოფი უკვე მერამდენედ შეხვდება პუტინს ვაშინგტონისთვის ამ დამღლელი პროცესის დასრულების კიდევ ერთი მცდელობის ფარგლებში. თუმცა პირველ რიგში გადაღლილია თვით კიევი, რომლის პარლამენტის დეპუტატები უკვე ღიად საუბრობენ დონბასზე, როგორც ომის დასრულების მიზნით მოსაშორებელ ბალასტზე. გადაღლილია ევროკავშირიც, რომელიც გადატვირთულია — ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ინსტიტუციურად, სოციალურად. უკრაინული საკითხი სულ უფრო აღიქმება აქ, როგორც გარე ვალი — გადახდის „დედლაინის“ გარეშე.

კი ბატონო, მხარდაჭერა ინერციით გრძელდება, თუმცა ენთუზიაზმი ბუღალტერიამ ჩაანაცვლა: რა ღირს, რას იძლევა, სად არის ზღვარი. ეს ნიშნავს თანდათან ინტერესის დაკარგვას, ურთიერთობების ნელ, მაგრამ სტაბილურ გაცივებას, დაფარულს „სწორი“ და არაფრის მომცემი, უემოციო რიტორიკით. წელს უკრაინა, რა თქმა უნდა, დარჩება დღის წესრიგში, მაგრამ მხოლოდ „ერთ-ერთი პრობლემის“ და არა ცენტრალურ პოზიციაზე. კიევზე კი ზეწოლა რეალიზმისკენ სამობილიზაციო რიტორიკის ნაცვლად კიდევ უფრო გაძლიერდება და დაუნდობელ ფორმატში გადავა. უკრაინა არ გაქრა „საერთაშორისო რადარებიდან“: უბრალოდ ის გადაყვანილია „გამორჩეულობის რეჟიმიდან“ „რუტინული გეოპოლიტიკის“ რეჟიმში. ეს ყველაზე სახიფათო ეტაპია ნებისმიერი ქვეყნისთვის კონფლიქტში — მის მიმართ ყურადღება კლებულობს, რესურსები ძვირდება, ხოლო ჯერ კიდევ გუშინ უკრაინის „უპატიებელი“ მოწინააღმდეგის მიმართ დამოკიდებულება იცვლება — გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის მისამართით. მსოფლიო არ არის სასტიკი — ის უბრალოდ პრაგმატულია. როგორც 1918 თუ 2008 წელს საქართველოს მიმართ იყო — აი ასეთი. და სწორედ ეს პრაგმატული გულგრილობა ხდება დღეს კიევისთვის უფრო სერიოზული გამოწვევა, ვიდრე ღია მტრობაც კი. უკრაინის ისტორია არ დასრულებულა, უბრალოდ მის მიმართ დასავლეთის ფარისევლური აპლოდისმენტები შეწყდა,-” წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“