განცხადება · 139 ნახვა
„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტ ნენსი ვოლანდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე, რის შესახებაც ვოლანდმა დაწერა: „ფონიჭალა თან რეკორდსმედია ქოცობაში“.
ის აქტივისტს კითხვას უსვამს, ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ "ბენეფიტებში" როგორ განიხილავს და ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაუხადონ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გარეგნობას არ ვეხები , მაგრამ რამე ადამიანობის ნაირსახე მაინც დაიტოვეთ - უფლის ხატსა და მსგავსებასაც არ ვგულისხმობ, რათა შეურაცხყოფა არ მოგაყენოთ. მესმის, ჩემი საოჯახო ტრაგედიაც, როგორ გაგახარებდათ და ალბათ ისიც გაგაგიჟებდათ , რომ თქვენებური გაგებით არ ვგლოვობ, რადგან გარდაუვალ მარადისობას წინასწარი გლოვა არ უხდება. მაგრამ, სანამ სექტაში მოხვდებოდეთ, სადღაც, მაინც ხომ გაიზარდეთ, აღიზარდეთ არა ბებია-ბაბუა ხომ გყავდათ, როგორც მინიმუმ, გოგლი-მოგლის ხომ გიმზადებდნენ და მულტფილმებს უყურებდით. ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ/ნაცურ "ბენეფიტებში" რანაირად განიხილავთ , ამ ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ. აღარც ფსიქიატრი, აღარც ფსიქოლოგი, აღარც კვეთებული ლოცვა, დაღუპულებზე ბედნიერები რითი ხართ, ან რატომ, ამაში მაინც გამარკვიეთ.“- წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
- დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
