ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია7°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:25
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 117 ნახვა

„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დუბლინში გამართულ სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი ზელენსკის მიმართ გამოხატული ყურადღება და ირაკლი კობახიძის მიმართ საერთაშორისო სამიტზე დამოკიდებულება გამხდარა და არა ის მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი გზავნილები ახალი არ არის და ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.

მისი შეფასებით, როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

„ოპოზიციისთვის წითელი ხალიჩა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განადგურებული უკრაინა! მათთვის ისევ მთავარი ის გამხდარა, ზელენსკის როგორ ხვდებიან, რამდენ ფოტოს უღებენ და ირაკლი კობახიძე რატომ არ არის საერთაშორისო სამიტზე ყურადღების ცენტრში. ეს ნარატივი ახალი არ არის - ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.

მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი: საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვედროდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ. მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?

სწორედ უკრაინის მაგალითი აჩენს ამ კითხვას. ქვეყანა, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, განადგურებული ინფრასტრუქტურით, მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანითა და უამრავი დაღუპულით, დღეს საკუთარი არსებობისთვის იბრძვის.

უკრაინის ტრაგედია სწორედ ის რეალობაა, რომლის უგულებელყოფაც ოპოზიციას ასე მარტივად შეუძლია. ზელენსკის პატივით დახვედრა თანაგრძნობის გამოხატულებაა იმ უბედურების მიმართ, რომელიც მან ქვეყანას დაატეხა თავს. მაგრამ ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი პოლიტიკური წარმატების საზომად ქცეულა. ოპოზიციისთვის მთავარი ყოფილა არა ის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, არამედ ის, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩით ხვდებიან.

როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.“ - წერს ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  2. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  3. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  4. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“