პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს: „საქართველო არ მიიწვიეს დავოსში“, ვაი თქვენს პატრონს, დავოსში იცით რა ხდება?! -კატასტროფა. საქართველო უნდა იყოს წყნარი, ისეთი არეულობაა ახლა მსოფლიოში,  ეს ტიპები განზრახ ვერ იგებენ, ან უბრალოდ მავნებლები არიან, რომლებიც ციხეში უნდა დაალპო

რაც შეეხება საქართველოს, დღეს რაც ხდება  და გუშინ რაც მოხდა ეს იყო კულმინაცია დავოსში. ახლა განვიხილოთ ჩვენი ღრმადპატივცემული, მდაბიო, ექსპერტები „მინდა ვიყო ოპოზიციები“, გაყინულები არიან, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ,-  განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ფხაკაძის განცხადებით, რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე საქართველო მით უკეთესია ქვეყნისთვის, ხოლო რაც უფრო ნაკლებად მოხდება ქვეყნის ხსენება ის უფრო მეტად დაცულია. 

„საქართველო არ მიიწვიეს დავოსში, ვაი თქვენ პატრონს,  დავოსში იცით რა ხდება? – დავოსში ხდება კატასტროფა. საქართველო არის ისეთი პატარა მოთამაშე. „საქართველო არ მიიწვიეს“ საქართველო უნდა იყოს წყნარი, ისეთი არეულობაა ახლა მსოფლიოში, რაც უფრო ნაკლებად ამოყოფ თავს და რაც უფრო ნაკლებად გაიხსენებენ შენ სახელს მით უფრო უკეთესი არის დღევანდელ სიტუაციაში, რაც ხდება მსოფლიოში. რაც უფრო ნაკლებ შენ სახელს იტყვიან, მით უფრო დაცული ხარ დღევანდელ სიტუაციაში. ეს ტიპები განზრახ ვერ გებულობენ, ან უბრალოდ მავნებლები არიან, რომლებიც ციხეში უნდა დაალპო.  გადახედეთ გარეთ რა ხდება,  ამერიკა ამბობს, რომ მე უნდა ავიღო გრელანდია, ამერიკის პრეზიდენტი უბერავს და მთელი მსოფლიო დაბნეულია. პრაქტიკულად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაერო აღარ მინდაო. ანუ, ეს არის ის, რასაც რუსეთი ამბობდა ადრე. 

ბევრმა ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ტრამპის რეიტინგი ამერიკაში ვარდება. იქ სამოქალაქო ომის ძალიან დიდი სუნია. თავად ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, მე თუ კონგრესი დავკარგეო მესამეჯერ იმპიჩმენტი მექნებაო, მას საშინლად ეშინია იმპიჩმენტის, პირდაპირ ციხეში  ამოყოფს თავს.  მან იცის, რომ თუ დაკარგავს ძალაუფლებას ამოყოფს თავს ციხეში იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის და ამერიკის მოქალაქეების წინაშე“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა