გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს.
გამოცემა „ნიუსჰაბი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა საკითხებს შეისწავლიან თუ არა, პასუხობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ფინანსური საკითხებით არ ინტერესდებიან.
„გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
Facebook Comments Box











