უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული. თქვენი ბატონი მოსკოვში 100 წელი ვერ გაძლებს, მაშინაც კი, თუ მზად იქნებით, ყველა ორგანო მას შესწიროთ. იმ დღეს, როდესაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ჩვენ ამ სათაურს რადაში გამოვაქვეყნებთ, რათა თქვენი ტყუილები მომდევნო 100 წლის განმავლობაში გვახსოვდეს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა: „ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს“.
Facebook Comments Box











