უცხოური მედია

ვიქტორ ორბანი – ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს

Viktor Orban At V4 Presidency Summit In Poland Viktor Orban, the Prime Minister of Hungary, is photographed during the Visegrad Group Heads of State meeting in Katowice, Poland on June 30, 2021. The meeting concluded V4 Polands presidency and passed it to Hungary. Katowice Poland zawrzel-viktoror210630_npSdp PUBLICATIONxNOTxINxFRA Copyright: xBeataxZawrzelx

ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.

„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა