Uncategorized

გია ჭანტურია- ქოცალებმა დაიწყეს მარკეტების წყევლა. დავთვალოთ 100 ლარის სურსათი რომ მოადგა საზღვარს, რა დაემატება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ფასების გაიაფებისთვის გადასახადების დაწევაა საჭირო.

„ მოკლედ, საზღვრამდე მოსული პროდუქტი 86 პროცენტით ძვირდებაო და ქოცალებმა დაიწყეს მარკეტების წყევლა. დავთვალოთ 100 ლარის სურსათი რომ მოადგა საზღვარს რა დაემატება :

1. საბაჟო გადასახადი – 12%

100 ლარი × 12% = 12 ლარი

პროდუქტის ღირებულება ხდება:

100 + 12 = 112 ლარი

2. დღგ – 18%

დღგ ითვლება საბაჟო ღირებულებაზე + საბაჟო გადასახადზე

112 ლარი × 18% = 20.16 ლარი

ჯამში:

112 + 20.16 = 132.16 ლარი

ეს არის ფასი უკვე განბაჟებული პროდუქტის.

3. ტრანსპორტირება (საზღვარი → თბილისი)

საშუალოდ (დამოკიდებულია მოცულობაზე, მაგრამ რეალისტურად)

ავიღოთ საშუალოდ: 5 ლარი

ფასი: 137.16 ლარი

4. საწყობი / ლოჯისტიკა / დანაკარგები

(დატვირთვა, გადმოტვირთვა, შენახვა, გაფუჭების რისკი)

დაახლოებით 3–5%

ავიღოთ 4% ≈ 5.5 ლარი

ფასი: 142.6 ლარი

5. იმპორტიორის მოგება, ანუ ვინც ჩამოიტანა ხომ უნდა მოიგოს, თივკის ბაბუა არაა:)

ჩვეულებრივ სურსათზე: 10–15%

ავიღოთ 12% ≈ 17 ლარი

ანუ იმპორტიორი ყიდის დაახლოებით:

159–160 ლარად

მაღაზიის მარკაპი

სუპერმარკეტებში:

15-20 პროცენტი

ავიღოთ 15 %

ანუ საბოლოოდ ეს 100 ლარი 185 ლარი გახდა!

ხო და ეხლა ვინ რას უნდა მოაკლოს? დისტრიბუტორმა მოგების გარეშე იმუშაოს თუ მაღაზიამ გაყიდოს უფასოდ?:) ამ ჯაჭვში ყველაზე მეტი მიაქვს სახელმწიფო გადასახადს დაახლოებით 30 პროცენტი! ხო და დაწიეთ ეხლა“,-წერს ჭანტურია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა