პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციას ეშინია დებატების, რადგან, როგორც წესი, დებატებს აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის

პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას პოლიტიკური დებატების ეშინია.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] აქტიურად და სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან ამ დებატებში. მათ ეშინიათ დებატებში მონაწილეობის, რადგან, როგორც წესი, დებატებში აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის. სიმართლე კი, მათ მხარეს ცალსახად არ არის. მათ არ აქვთ არცერთი არგუმენტი, ფაქტი და მტკიცებულება თავიანთი ლოზუნგების დასამტკიცებლად,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა