განცხადება · 162 ნახვა
„თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ“
„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სატელევიზიო დებატების ორგანიზების შესახებ, მისასალმებელი უწოდა.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუდმივად გაურბოდა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე ღია და შინაარსობრივ განხილვებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ღია დისკუსიას არ გაემიჯნებიან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„დებატებს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პოზიტიური მხარე, თუმცა, გააჩნია მის ფორმატს, სიტუაციას და იმას, სურს თუ არა მეორე მხარეს მასში მონაწილეობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, არა თუ დებატებზე, არამედ ელემენტარულ ურთიერთობებზე იყო პრობლემა, იმიტომ, რომ საჯაროდ, პირდაპირ აცხადებდნენ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ფილიალების წარმომადგენლები, რომ ისინი შინაარსობრივ განხილვებში არ შემოვიდოდნენ. მათთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს კანონპროექტი, თუ სხვა თემა, არ იყო მისაღები შინაარსობრივი განხილვები. რადიკალებისთვის განმსაზღვრელი იყო „არა“, „არ გვინდა“, „წადით“ და ა.შ. პოზიცია. თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ. მეტიც, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ არც დაპირისპირებას გავექეცით და გადავერთეთ გლობალური ძალის „დიფ სთეითისა“ და მათი საქართველოში წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ჯანსაღ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ, გააჩნია ფორმატს. იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები. თუ ასეთი იქნება, დებატები მხოლოდ მისასალმებელია, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა საკითხები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გურამ მაჭარაშვილი„ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ - ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ქვეყნის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, გარედან მიიღებენ წარმოუდგენელი და მიუღებელია“
- გურამ მაჭარაშვილი„სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო“
- გურამ მაჭარაშვილი„„ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა“
- გურამ მაჭარაშვილი„„ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს“
