განცხადება · 101 ნახვა
„მოლდოვის საეჭვოდ ლეგიტიმური პრეზიდენტი სანდუ, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რუმინეთთან მიერთებას აპირებს, საქართველოს ე.წ. “რუსულ ორბიტაზე ყოფნაზე” ბოდავს. უმწვავეს შიდა პრობლემებზე გადაერთეთ ევროკრატიის მარიონეტო“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას საქართველოს შესახებ მწვავედ აკრიტიკებს და მას უწოდებს „სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულს“.
მისი თქმით, მაია სანდუს მმართველობისას მოლდოვაში გაუქმდა ოპოზიციური მედია და პოლიტიკური პარტიები, დაირღვა არჩევნების პრინციპი, ხოლო კორუფცია გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ვითომ და „დადებით შეფასებებს“ აძლევს ქვეყანას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ მოლდოვის საეჭვოდ ლეგიტიმური პრეზიდენტი სანდუ, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ რუმინეთთან მიერთებას აპირებს, საქართველოს ე.წ. “რუსულ ორბიტაზე ყოფნაზე” ბოდავს; უმწვავეს შიდა პრობლემებზე გადაერთეთ ევროკრატიის მარიონეტო! მაია სანდუს მმართველობისას, მოლდოვამ, რაც არ უნდა ყალბი დადებითი შეფასებები იყოს ბრიუსელიდან, გააუქმა ოპოზიციური მედია, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, გაჭენდა კორუფცია. მისი პრეზიდენტობა ვერანაირად იქნება ქმედუნარიანი, თუკი ევროკრატიის “დეფიბრილატორი” არ ექნება. სუვერენული ქართული სახელმწიფო იგერიებს და მოიგერიებს აგენტოკრატიის არაერთ ლაქიას, მათ შორის მოლდოვის ნახევრადლეგიტიმურ პრეზიდენტ სანდუს უსაქციელო გამოხტომებსაც.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
