ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ27 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ12:49
ლევან კოჭლოშვილი

განცხადება · 100 ნახვა

„ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება“

ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ“ მოიხსენიებს. მოსმენას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი.

ასევე კოჭლოშვილის შეფასებით, ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი, რომლის საქმიანობა უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას.

„მკვდრად შობილი ჰელსინკის კომისიის მოსმენა – ასე შეიძლება შეფასდეს პროცესი, რომელსაც „დასკვნის“ სახელით შემოგვთავაზებენ. სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი – აწ უკვე გაუქმებული NDI-ის ყოფილი წარმომადგენელი, ორგანიზაციიდან, რომელიც წლების განმავლობაში ღიად და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და არასდროს წარმოადგენდა ნეიტრალურ დამკვირვებელს. ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი – კონგრესმენი, რომლის საქმიანობა FARA-ს რეგისტრაციებსა და საჯარო მასალებზე დაყრდნობით უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას. ამ პირობებში ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება.“-წერს კოჭლოშვილი.

ლევან კოჭლოშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან კოჭლოშვილი„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა“
  2. ლევან კოჭლოშვილი„პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას – ეს არის დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო“
  3. ლევან კოჭლოშვილი„საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე“
  4. ლევან კოჭლოშვილი„დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“