განცხადება · 157 ნახვა
„საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე“
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს საერთო ხედვა აერთიანებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: დიფ სტეიტის გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა: დიფ სტეიტის გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება, ხალხის ნებაზე დაფუძნებული დემოკრატია და არა გარე ზეწოლა. ეს დიალოგი ადასტურებს, რომ საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე და პარტნიორობა მომავალშიც შეიძლება იყოს დინამიკური, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული,” – წერს კოჭლოშვილი.
ლევან კოჭლოშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან კოჭლოშვილი„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა“
- ლევან კოჭლოშვილი„პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას – ეს არის დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო“
- ლევან კოჭლოშვილი„დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“
- ლევან კოჭლოშვილი„ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა“
