ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ00:24
გურამ ნიკოლაშვილი

განცხადება · 116 ნახვა

„ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული უნივერსიტეტის შექმნაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე.

ნიკოლაშვილი ამბობს, რომ საჭიროა პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეის დაბრუნება და წერს, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს.

“1926 წელს ივანე ჯავახიშვილი საბჭოთა მმართველებმა მისივე დაარსებული ქართული უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასწავლებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტი დაშალეს და მის ბაზაზე არაერთი პროფილური სასწავლებელი შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი საბოლოოდ მაინც 30-იანი წლების რეპრესიულ გარემოს შეეწირა და სტალინური პრემიაც სიკვდილის შემდგომ მიანიჭეს. მეცხრამეტე საუკუნის განმანათლებელ ქართველთა სანუკვარი ოცნება, საქართველოში უნივერსიტეტი გახსნილიყო, მხოლოდ დიდი ივანეს თავდადებული მოღვაწეობითა და ძალისხმევით ასრულდა. თებერვლის რევოლუციისთანავე იგრძნეს დამფუძნებელმა მამებმა ეს მომენტი და საუნივერსიტეტოდ აშენებულ გიმნაზიის შენობაში დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაისმა.

ივანე ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის იდეის სულისჩამდგმელი და ხორცშემსხმელი. მთელი ქართული მეცნიერება, ცოდნა, ათობით კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო ქსელი თავის სათავეს ქართული უნივერსიტეტიდან იღებს. საქართველოში თანამედროვე განათლების საფუძველი და ქვაკუთხედი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. გასაბჭოების წლებში ივანე ჯავახიშვილი იძახდა, რომ მას კიდევ ოთხი წელი ესაჭიროებოდა ახლადდაარსებული უნივერსიტეტისთვის მტკიცე სტრუქტურისა და გამართული ფაკულტეტების ასაწყობად. მას ეს არ დასცალდა. ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა ყველანაირად დევნეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.

უნივერსიტეტის დაშლა, პოლიტიზება და ინსტრუმენტალიზება ყოველთვის იყო მმართველობის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც წარმატებით შეისისხლხორცა წინა, დამნაშავე ხელისუფლებამაც – “რეფორმირებული” სასწავლებლები რეჟიმის სამსახურში ჩააყენა და რეპრესიული აპარატის ნაწილად აქცია. გავიდა წლები, თუმცა განათლების სისტემა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ინერციულობას საგრძნობი დროით ინარჩუნებს. გვიანდელი საბჭოეთის ხანაშიც (ვინც იმ პერიოდს მოვესწარით), როდესაც დიპლომის ფლობამ რეალური განათლება ჩაანაცვლა, სასწავლებლები და ფაკულტეტები პრესტიჟის მიხედვით დაყო, ჩაწყობამ და პროტექციონიზმმა ტოტალური ხასიათი მიიღო, უმაღლესი განათლება ფიქციად იყო ქცეული და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს აცდენილი. ამ მანკიერების ინერცია ლამის დღემდე არსებობს. აუცილებლად უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც დრო, როდესაც პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეა უნდა დაბრუნდეს, მისი სულისკვეთება, მისი დამფუძნებლების ხედვა – ეროვნული, სახალხო და განმანათლებობაზე მიმართული სამეცნიერო კერის შექმნისა.

საუკუნის წინ ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება. თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს. ესაა საწინდარი ქვეყნის მომავლისა და მომავალი თაობებისა.”- წერს ნიკოლაშვილი.

გურამ ნიკოლაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გურამ ნიკოლაშვილი„ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა. ქვეყანა დარჩება ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, შენგენსა და ნატოში. მას კვლავ ექნება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა, მაგრამ შეინარჩუნებს დამოუკიდებელ ვალუტას და საკუთარ კონტროლს ძირითად რესურსებზე“
  2. გურამ ნიკოლაშვილი„ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი – ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა“
  3. გურამ ნიკოლაშვილი„ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება“
  4. გურამ ნიკოლაშვილი„საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?“