ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი3°C
  • გორი5°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი7°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ18:34
თამარ ჩერგოლეიშვილი

განცხადება · 144 ნახვა

მიხეილ სააკაშვილზე

„ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს ისაა, ლაგამი ამოიდოს, მოქცევის წესებს დამორჩილდეს და კუთხეში ჩუმად იჯდეს“

სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს, – ამის შესახებ პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიების კოორდინაციის პროექტს ერჩის.

„სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციის პროექტს ერჩის ეს მაოხრებელი გზირი. გრასრუტი კი არა, მეგობრებო, ამ პოლიტიკურ ლეშს, რამდენიმე უკბილო ორკის გარდა, კაცი აღარ ჰყავს. რეგისტრაციის საერთო პროექტში 100 კაცი ძლივს დაირეგისტირეს „ნაცებმა“, როცა 500-მდე „ფედერალისტი“ პირველ ორ დღეში დარეგისტრირდა. იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა.

მე არ ვიცი, ეს ვის უსმენს, მაგრამ გადაეცით, ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს ისაა, ლაგამი ამოიდოს, მოქცევის წესებს დამორჩილდეს და კუთხეში ჩუმად იჯდეს. არადა, განადგურდება ისე, რომ სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს ამისას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც, მისივე თქმით, გაერთიანების წინააღმდეგ არიან.

თამარ ჩერგოლეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩერგოლეიშვილი„გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა“
  2. თამარ ჩერგოლეიშვილი„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი„მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია“
  4. თამარ ჩერგოლეიშვილი„ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა – ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება – მაშინ შევდექი“