განცხადება · 179 ნახვა
მიხაელ გალერის განცხადებაზე
„სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი – ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და ადამიანობისაგან დაცლილი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია დაწყებულია“
სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი. ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და საერთოდ ადამიანობისაგან დაცლილი. არც არის გასაკვირი, რომ ასეთების უფროსები არიან: ფონ ლაიენები, კალასები, კოსები, კუბილიუსები,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს „მოსკოველებად“ მოიხსენიებს და მათ საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებს.
გვენეტაძე მიხაელ გალერს „პოლიტიკურ გვამად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ევროპული ბიუროკრატიის ტიპური წარმომადგენელია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი. ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და საერთოდ ადამიანობისაგან დაცლილი. არც არის გასაკვირი, რომ ასეთების უფროსებია: ფონ ლაიენები, კალასები, კოსები, კუბილიუსები… ეს სუბიექტი არის ტიპური წარმომადგენელი ევროპული ბიუროკრატიის, რომელიც ვერ გრძნობს რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია არის დაწყებული და უფრო მეტიც შეუჩერებლად დასასრულისკენ მიექანება. კითხვა ამ პატივცემული პოლიტიკურ გვამს: კი მაგრამ საკუთარ ევროპელ გერმანელ ლიდერს, რომელიც ხმამაღლა აცხადებს: “რუსეთი ღრმად ევროპული სახელწიფოაო”, არ უპირებს “პუტიოვკის” ამოწერას რუსთა ქალაქში. ანუ ასეთებზეა ნათქვამი: “არამკითხე მოამბეო…”“- წერს ედიშერ გვენეტაძე.
ედიშერ გვენეტაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ედიშერ გვენეტაძე„რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათივე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს – „საქართველო აფხაზეთის გარეშე““
- ედიშერ გვენეტაძე„აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ“
- ედიშერ გვენეტაძე„სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაურად ყბაში მოსდეს“
- ედიშერ გვენეტაძე„ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულისნადების საქვეყნოდ გაცხადება – ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“
