გიორგი გამსახურდია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას აფასებს იმის თაობაზე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სტუ-ში მხოლოდ ტექნიკური მიმართულების პროგრამების სწავლა იქნება შესაძლებელი.
გამსახურდია ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს იწონებს და აცხადებს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხის ესმის.
„თსუ და სტუ აღარ ერთიანდება. პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის და მისი ნების მიხედვით იღებს ყველა გადაწყვეტილებას. გვახსოვს კარგად ხალხის ნების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც მკაფიოდ და ხაზგასმით, არაფრად არ აგდებდნენ საპირისპირო აზრს და ხალხის მოსაზრებებს. ბრავო!“- წერს გამსახურდია.
Facebook Comments Box











