პოლიტიკა

გიორგი ფოფხაძე- ამას ეძახით თქვენ გამარჯვებას სტუ-ს ძვირფასო პროფესორ-მასწავლებლებო და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებო?

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება, სკეპტიკურად აფასებს.

„პრაქტიკულად კიდევ ერთი “პატარა ტრიუკი” ჩაგვიტარა იმ კაცმა. უფრო სწორად ჩვენ ჩავატარებინეთ.

რას ნიშნავს აბა ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტებიო და რაც შენობები არ იქნება საჭიროო, იმას “შვეხებითო”. ფუჩეჩის ბაგეთგან გვაუწყა.. ესე იგი სტუ გაუქმდება, თსუ-სთან შეერთების გარეშეც და დაგვრჩება -ტექნიკური ფაკულტეტების “სასწაებელი” და არა უნივერსიტეტი.

ამას ეძახით თქვენ გამარჯვებას სტუ-ს ძვირფასო პროფესორ-მასწავლებლებო და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებო?“,-წერს ფოფხაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა