პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა.

„კონკრეტული ადამიანები როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დასჯილა ამისათვის. ამან გააღრმავა პოლარიზაცია, ამან გააღრმავა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ-ახალი დანაშაულები ჩაედინათ, ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხზე, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. მზად ვართ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის საშუალება, ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, თუნდაც ამ საკითხზე. რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს.

მთავარი, რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, ნახეთ, სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა. 5 რევოლუციის მცდელობა გვქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ არა არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება. რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.

ციხეში ვინც არიან, იმათმა უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები, მათთან მზად ვართ დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.