პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კომისიების მუშაობის შედეგად საზოგადოებამ რეალური შედეგი უნდა დაინახოს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დებატების ფორმატში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, რა მექანიზმებით შეძლებს სახელმწიფო ბაზარზე სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფას, რათა ბიზნესის თავისუფლებამ მოქალაქის ინტერესები არ დააზიანოს..

„ბიზნესი, რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა მეორე მხრივ მოქალაქის ინტერესიც უნდა გავითვალისწინოთ, რათა ბიზნესს უსამართლოდ მაღალი მოგების მარჟა არ ჰქონდეს“, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„აღინიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა და მაგალითები, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმით ერევა იმ ბალანსის დარეგულირებაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ბიზნესი, რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა მეორე მხრივ მოქალაქის ინტერესიც უნდა გავითვალისწინოთ, რათა ბიზნესს უსამართლოდ მაღალი მოგების მარჟა არ ჰქონდეს. როგორც ვხედავთ, უკვე თითქმის ორი თვეა სამთავრობო კომისია მუშაობს და ჩვენი კომისიაც ჩაერთვება ამ პროცესში. ჩნდება კითხვა: რა მექანიზმები შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს — იქნება ეს კანონმდებლობაში ცვლილებები, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, მისი ეფექტიანობის გაზრდა თუ სხვა მიმართულებები — იმისთვის, რომ ეს ბალანსი დარეგულირდეს?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომისიების მუშაობის შედეგად საზოგადოებამ რეალური შედეგი დაინახოს. ადამიანი რომ შედის მაღაზიაში, მისი სამომხმარებლო კალათა უნდა იყოს განსხვავებული — ანუ იმავე 500 ლარით, რითაც აქამდე ყიდულობდა პროდუქტებს, მომავალში მეტის შეძენა უნდა შეძლოს. საბოლოო შედეგი სწორედ ეს უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: შესაძლებელია თუ არა აღნიშნული მექანიზმების ამოქმედება და ეს მოხდება კანონმდებლობაში ცვლილებების გზით თუ კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებით?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის კითხვაზე საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საჭიროა პარლამენტარებთან კოორდინირებული მუშაობა.

მისი თქმით, შესაძლებელია ანტიმონოპოლიური მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტში განსახილველად და მისაღებად დაბრუნდება. ასევე მან ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს გაძლიერების შესაძლებლობას, რათა უწყება უფრო ეფექტიანად მოქმედებდეს კარტელური გარიგებების გამოვლენისა და აღკვეთისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა