ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ14:30
ტატა ხვედელიანი

განცხადება · 161 ნახვა

„არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ – ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები“

ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ – ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ განცხადებას, რომ „გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

მისი შეფასებით, “ლელოს” გადაწყვეტილება მისასალმებელია.

“ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული “ნაციონალური მოძრაობის” წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არაა საუბარი. თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, “ლელომ” გადაწყვიტა, რომ მარტო განაგრძოს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა იმისთვის, რომ საერთო მიზანი მიღწეული ყოფილიყო. იმისთვის, რომ საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. თუმცა ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ შემდეგ რა იქნება”, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

ტატა ხვედელიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ტატა ხვედელიანი„პრემიერი კვერცხის ფასთან დამარცხდა და ახლა უკვე ხორცის ფასთან ილაშქრებს… კომისიის სხდომები არაკომპეტენტურად მიმდინარეობს“
  2. ტატა ხვედელიანი„ვერანაირ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე ქვეყანა რუსეთთან დიალოგს აპირებს“