პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი – პრემიერი კვერცხის ფასთან დამარცხდა და ახლა უკვე ხორცის ფასთან ილაშქრებს… კომისიის სხდომები არაკომპეტენტურად მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ეს ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახეთ, ფასების კომისიის სხდომები არაკომპეტენტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი“.

„ირაკლი კობახიძის მიდგომები და იუმორისტული სკეტჩები, რომელსაც ის დგამს, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან, რადგან კვერცხის ფასთან დამარცხდა და ახლა უკვე ხორცის ფასთან ილაშქრებს. სურს, ეს ყველაფერი ჩამოირეცხოს. მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ფასები შემცირდებოდა, მაგრამ ფასების შემცირება ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახეთ. ფასების შემცირების დაანონსების შემდეგ, ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა 30%-ით, პურ-პროდუქტებზე – ცხრა პროცენტით, ხორცეულზე – შვიდი პროცენტით, ასევე გაზრდილია ფასი კვერცხსა და რძის ნაწარმზე. შესაბამისად, ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ როგორღაც ჩამოირეცხოს დანაშაული. მან კიდევ ერთხელ მოატყუა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. ფასების კომისიები არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად მიმდინარეობს და ცდილობენ, იუმორისტული სკეტჩებით შეცვალონ. ეს არის, პირველ რიგში, ძალიან მძიმე მოსასმენი. ვის ხელში ვართ? ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი. ის, რომ ხალხს შია და, დიახაც, ხალხისთვის პრობლემაა ხორცის შეძენა, უკვე ასე იუმორისტულად იყენებს, თურმე ათ ლარად ვიყიდით ხორცს. გვანახოს, სად ყიდულობს ათ ლარად ხორცს იმ მოპარული ფულით?“ – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.