განცხადება · 126 ნახვა
„ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია – მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა“
ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია – მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად – 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“ – წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლისღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა. „როცა ომის გამღვივებლები მორალს გვიკითხავენ!
ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია – მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად – 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“. დღეს – მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა. ვინ გვიკითხავს მორალს? ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლისღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს. მათთვის „დეზინფორმაცია“ ის სიმართლეა, რომელიც მათ ომის პოლიტიკას ამხელს. P.S. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა.“ – წერს ქადაგიძე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
- ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
- ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“
