ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ27 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ18:59
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 150 ნახვა

„მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოს ჩამოშლა, შიდა დესტაბილიზაცია და რუსეთთან კონფრონტაციული პროცესებია“

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებით დიდ ბრიტანეთს აქვს მცდელობა, მსოფლიოს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თავზე გადაახიოს.

„დიდმა ბრიტანეთმა „იმედისა“ და პოსტივის“ დასანქცირებით დაარღვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მუხლების მთელი რიგი, მაგალითისთვის მოვიყვან, მხოლოდ მეექვსე მუხლს, სადაც წერია „პირის ან ორგანიზაციის სანქცია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან, გამჭვირვალე და გასაჩივრებად პროცედურას.“ მედიის დასანქცირება მოსმენის და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე კი არღვევს ამ მუხლს. შეიძლება ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მცდელობა, მსოფლიოს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თავზე გადაახიოს. ამის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთი ომის მომხრეა, ჰყავს განულებული რეიტინგის მქონე ლიდერები და სამეფო სახლის ერთ-ერთი წევრი კომპრომეტირებულია. ასეთმა ქვეყანამ კი დაასანქცირა საქართველოში რეიტინგით ყველაზე ძლიერი მედია საშუალებები. მათი ეს ქმედება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ჩადენილ აქტად უნდა შეფასდეს. მედია საშუალებების დასანქცირების მთავარი მიზეზი კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკის სტატუსკვოა, რომლის ჩამოშლის და რამენაირად პროცესში შემობრუნების სურვილი აქვთ. რის შემდეგაც მოხდება შიდა დესტაბილიზაცია, რომელიც დიდი ალბათობით, კონფრონტაციულ პროცესებში გადაიზრდება ოკუპანტ მეზობელთან და შესაბამისად გაიხსნება ის მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან სურდათ,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
  4. ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“