პოლიტიკა

ისრაელ კაცი – ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი განადგურების სამიზნე იქნება

ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი ისრაელისთვის განადგურების სამიზნე იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ლიდერი განადგურების სამიზნე იქნება. პრემიერ-მინისტრმა და მე დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, მოემზადონ და იმოქმედონ ყველა საჭირო საშუალებით, რათა განახორციელონ მისია, როგორც ოპერაცია „ლომის ღრიალის“ მიზნების განუყოფელი ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია მას ან სად იმალება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს აშშ-სთან ერთად სრული ძალებით მოქმედებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა