Uncategorized

მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report ავრცელებს.

აზერბაიჯანმა ირანის მხარის მიმართ მკაცრი პროტესტი გამოთქვა და ელჩს პროტესტის ნოტას გადასცემენ.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში.

აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა