Uncategorized

ლევან მახაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში

მგონი თავად ექსპერტმაც ვერ გაიგო რა წერია ამ დასკვნაში. თავადვე მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც წერია ამ დასკვნაში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, რაც უფრო ბევრს ილაპარაკებს ეს ექსპერტი, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება რამდენად თავად არის ავტორი ამ დასკვნის და თუ თავად არის ავტორი, მაშინ რა დაწერა, საიდან დაწერა და ვისი ნათქვამი დაწერა.

„მე მას ვურჩევდი, რომ თუ რაღაცას წერს და ამბობს, რომ ის არის ავტორი, მაშინ ბოლომდე დაიცვას თავისი პოზიციები. სხვა შემთხვევაში თავიდან არიდება ამ პასუხისმგებლობის ბევრად მეტ კითხვის ნიშანს აჩენს სანდოობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტური იყო ეს ადამიანი, როდესაც ამას წერდა, თუ საერთოდ მან დაწერა ეს ანგარიში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა