საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
„დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს. არაერთ სამართალდარღვევაშია მხილებული ადამიანი, თავად ნაღიარები აქვს და ჰელსინკის კომისიიდან მოდის გზავნილი, რომელიც ასიმეტრიულადაა აცდენილი რეალობას. ეს კიდევ ერთი ფაქტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
Facebook Comments Box











