უკრაინას შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, რადგან აქვს მსგავსი გამოცდილება, თუმცა ჯერ არცერთ პარტნიორს არ უთხოვია დახმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა მსგავსი გამოწვევის წინაშე იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაბლოკა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი.
„ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი და ვაიძულეთ ისინი დერეფნიდან უკან დაეხიათ”,- აღნიშნა ზელენსკიმ.
„ჩვენ შეგვიძლია, ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ, მაგრამ არავის უთხოვია, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დავხმარებოდით. ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ჩვენი გამოცდილების გაზიარება გვთხოვეს“,- თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსებს უკრაინის სრული ოკუპაცია სურთ.
„ისინი მხოლოდ ულტიმატუმების ენაზე საუბრობენ. მათ სურთ, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ ჩვენი ტერიტორიიდან, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. თუმცა, ეს მოთხოვნა გასაგებია მათი უზარმაზარი დანაკარგების ფონზე. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ უკან დავიხევთ, ასობით ათას ადამიანს არ დაკარგავენ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, უკრაინას არ შეუძლია უკან დახევა, რადგან ეს ქვეყნისთვის უზარმაზარ რისკებს შექმნის.
„რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციებს უკრაინაში და დაიწყებს შემდგომი ოკუპაციისთვის მზადებას. ისინი იტყუებიან და თამაშობენ თავიანთ თამაშებს პრეზიდენტ ტრამპთან. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ისინი“,- განაცხადა ზელენსკიმ











