უცხოური მედია

აშშ-მა და ირანმა ისლამაბადში მოლაპარაკებები დაიწყეს

ისლამაბადში ამერიკული და ირანული დელეგაციების პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო — ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NewsNation-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-იც ადასტურებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე გახდება ცნობილი, რამდენად გულწრფელია ირანი ამ მოლაპარაკებებში. მან ასევე გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაოების დაწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მისთვის მოლაპარაკებების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი ჩავარდნის შემთხვევაში, ამერიკული მხარე საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.

ირანული მედია უკვე ავრცელებს ინფორმაციას იმ „წითელი ხაზების“ შესახებ, რომლებიც თეირანმა მოლაპარაკებების პროცესში დააწესა. ესენია: კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, სამხედრო რეპარაციები, გაყინული აქტივების გათავისუფლება და ცეცხლის სრული შეწყვეტა.

ტელეკომპანია IRIB საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მხარეები ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე შეთანხმდნენ, ხოლო აშშ დათანხმდა ირანული აქტივების დეპოზიტების გაყინვის გაუქმებას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა