ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი6°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავისპორტი180 ნახვა

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

რუსული მედიის ინფორმაციით, წყლის სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურომ რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა.

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება წყლის სპორტში სამართლიანობის უზრუნველყოფის განყოფილებასთან და სპორტსმენთა კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაცია გაუწია რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ აკრძალვები დააწესა. კომიტეტმა მოგვიანებით მოითხოვა სანქციების შემსუბუქება და მათთვის ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება.