როგორც CNN-მა გაარკვია, შოუს David Blaine: Real or Magic სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც რეჟისორი ვუდი ალენი მონაწილეობდა, ნიუ-იორკში, ჯეფრი ეპშტეინის თაუნჰაუსის სამზარეულოსა და აბაზანაში იყო გადაღებული.
ამ გამოშვებაში ბლეინი ორ ოქროს თევზთან ერთად წყალს ყლაპავდა, შემდეგ კი კუჭიდან ცოცხალი თევზები წყალთან ერთად უკან ამოყავდა.
CNN იტყობინება, რომ ბლეინი ეპშტეინთან ურთიერთობას 2008 წელს მისთვის ბრალის წაყენების შემდეგაც აგრძელებდა. ეპშტეინი ბლეინს ხშირად პატიჟებდა ღონისძიებებზე, რომლებსაც ცნობილი ადამიანები და მეწარმეები, მათ შორის ვუდი ალენი და ბილ გეითსი ესწრებოდნენ.
ეპშტეინთან კავშირში მხილებულია კიდევ ერთი ცნობილი ილუზიონისტი — დევიდ კოპერფილდი. ეპშტეინის საქმის მასალებში მისი რამდენიმე ფოტოა წარმოდგენილი. ერთ-ერთ მათგანში ის ხალათით დგას ოთხ ქალთან ერთად.
კოპერფილდი ასევე ფიგურირებს რამდენიმე ფოტოზე ეპშტეინის თანამზრახველ გისლეინ მაქსველთან ერთად — ორივე მათგანი თეთრ ხალათში პოზირებს. ეს სურათები ეპშტეინის კერძო კუნძულზეა გადაღებული.











