უცხოური მედია

ევროკავშირის ხელისუფლებამ არ იცის, რამდენი საწვავი დარჩა ევროპაში — Politico

ევროკავშირში საწვავის მარაგების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის სამინისტროების წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პრობლემა ირანში მიმდინარე ომის ფონზე წარმოიშვა, რაც მკვეთრად ზრდის ევროპის ხარჯებს წიაღისეულ საწვავზე და საფრთხეს უქმნის მიწოდებას ჰორმუზის სრუტის მეშვეობით — ეს ნავთობისა და გაზის გადაზიდვისთვის საკვანძო სატრანსპორტო დერეფანია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ირანში ომი ევროკავშირს, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო, დღეში თითქმის 500 მილიონი ევრო უჯდება. DHL Group-ის გენერალური დირექტორის, ტობიას მაიერის თქმით, ევროპას მაისისა და ივნისისთვის აღებული აქვს ვალდებულებები, თუმცა უფრო გვიანი ვადებისთვის პროგნოზების გაკეთება ჯერჯერობით რთულია.

„არსებობს სტრატეგიული რეზერვები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ მათი რა ნაწილია უკვე გამოყენებული“, — ციტირებს Politico მის სიტყვებს.

გამოცემა წერს, რომ სიტუაცია ყველაზე გაურკვეველია დიზელისა და საავიაციო საწვავის მიმართულებით. ევროკავშირი საწვავის მარაგების დონის შესაფასებლად ძირითადად თავის სტატისტიკურ სამსახურს, Eurostat-ს და წევრ ქვეყნებთან საკოორდინაციო შეხვედრებს ეყრდნობა. თუმცა, ასეთი მარაგების დიდი ნაწილი მხედველობის არედან მიღმა რჩება — გაფანტულ კომერციულ საწყობებში, კომპანიები კი თავს არიდებენ კონფიდენციალური ბიზნეს-ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლის მიწოდებაც მათ კანონით არ ევალებათ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა