ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი4°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი4°C
  • გორი3°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი5°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−9°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ2 ᲛᲐᲘᲡᲘ10:51
დონალდ ტრამპი

განცხადება · 104 ნახვა

„ირანთან ომი დასრულებულია“

დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს ირანთან სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ ოფიციალურად აცნობა. შესაბამისი წერილები მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და სენატის დროებით თავმჯდომარეს, ჩაკ გრასლის გაუგზავნა.

ამ გადაწყვეტილების ფორმალური საფუძველი გახდა 1973 წელს მიღებული რეზოლუცია „ომის უფლებამოსილების შესახებ“, რომელიც 60-დღიან ლიმიტს აწესებს და თავის დროზე კონგრესმა ვიეტნამის ხანგრძლივი და გამოუცხადებელი ომის შემდეგ მიიღო.

მიუხედავად ამ ნაბიჯისა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებებისთვის კანონმდებლებისგან ნებართვის მოთხოვნის ვალდებულებას ის არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მომავალში ამ პროცედურის გამოყენებას არ აპირებს.

წერილში პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ 7 აპრილიდან ცეცხლი შეწყდა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ირანის მხრიდან მომავალი საფრთხე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება.

ირანთან მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებზე საუბრისას, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანის მიერ შემოთავაზებული პირობები მისთვის ამჟამად მიუღებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ არ სურს დაბომბვების განახლება, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დონალდ ტრამპი„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს, მას მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს“
  2. დონალდ ტრამპი„ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი“
  3. დონალდ ტრამპი„აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია“
  4. დონალდ ტრამპი„ვიზიტი როგორც კი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ირანისგან ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო“