აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია.
თეთრი სახლის ლიდერმა კვლავ მოუწოდა კონგრესმენებს, ხმა მისცენ საკანონმდებლო პაკეტს, სახელწოდებით „ამერიკის გადარჩენის აქტი“.
ახალი ინიციატივის თანახმად, ყველა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას ვალდებული იქნება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველა ამომრჩეველი ვალდებული იქნება დაადასტუროს თავისი მოქალაქეობა.
გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვასაც ითვალისწინებს. გამონაკლისს წარმოადგენენ ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამხედროები, ან საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეები.
„ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან/და ქვეყანა აღარ გვეყოლება“, – დაწერა ტრამპმა.











