ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲛᲐᲘᲡᲘ22:43
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 126 ნახვა

„შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელ ბატონ ოლისოვი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობა ან თვითშემოქმედებაა – ცივი წყალი დალიოს“

რადიკალური ოპოზიციის მიერ უწმინდესი შიო მესამისთვის რუსეთის წარმომადგენლის მილოცვასთან დაკავშირებით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ისინი უარყოფითად რეაგირებენ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.

„რადიკალებისთვის ყველაზე დიდი საშინელება და ის, რაც მათში სიძულვილს იწვევს, არის იმის წარმოდგენაც კი, რომ საქართველომ შეიძლება ოდესღაც თავისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. ისინი, ვინც დღეს ტირიან გარდაცვლილ ილია მეორეს, ცოცხალი თავით არ ახსენებენ იმ სანუკვარ და მის სიცოცხლეში განუხორციელებელ ნატვრასა და ოცნებას – სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩაეტარებინა წირვა. გგონიათ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ რომ ჩაატაროს ეს წირვა და მიუძღვნას თავის სულიერ მამას, მასწავლებელს, ერის მოძღვარს, ილია მეორეს, რადიკალებისგან ვინმეს გაუხარდება? იმდენად არაადეკვატური ემოციებით შეხვდნენ გუშინდელ, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, როდესაც ახლად არჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ, აიძულა, ხაზს ვუსვამ, რუსეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ოლისოვი, (რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოსთან), რომ პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ქართველმა პატრიარქმა ტიტული – ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – თავის ტიტულს შემატა, მოეხსენებინა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ჩვენი უწმინდესი შიო მესამე ამ ტიტულით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობა ან თვითშემოქმედებაა – ცივი წყალი დალიოს. ეს იყო დროში გამოზომილი განცხადება, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს ისე, როგორც ეკუთვნის, და არა ისე, როგორც სცადეს ამ განცხადების დაკნინება ჩვენმა ნაცსექტანტებმა გუშინვე და აქცენტი გააკეთეს, რომ რუსეთის წარმომადგენელმა პატრიარქს მიულოცა, მაგრამ როგორ მიულოცა – ეს მომენტი საერთოდ არ უხსენებიათ.

მათთვის კოშმარული სიზმარი იქნება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო საკითხები დაიძვრება მკვდარი წერტილიდან. სულ რომ ამის უკან ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები – ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის წევრები ჩადგნენ, მაინც მიუღებელი იქნება, რადგან მათ (რადიკალების) ინტერესებში არ შედის ძლიერი საქართველო. მათი ინტერესია დაქუცმაცებული, ოკუპირებული საქართველო და ამ ოკუპაციას დაუთმო მათმა ბელადმა [მიხეილ სააკაშვილმა] 9-წლიანი რეჟიმი. მან ყველაფერი გააკეთა 2004 წლიდან 9 წლის ჩათვლით იმისთვის, რომ ასეთი პოლარიზებული, დაკნინებული და შეურაცხყოფილი საქართველო დაეტოვებინა ამ ხელისუფლებისთვის, რომელსაც დღეს ლანძღავენ იმისთვის, რომ ცდილობს მათ მიერ დაშვებული შეცდომები გაასწოროს,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  2. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
  3. დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
  4. დავით ქართველიშვილი„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“