ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა88 ნახვა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სლოვაკეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრების ნაწილი ევროპულ ინსტიტუტებს აღიქვამს, როგორც პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის ტრიბუნას. ბლანარი ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში წარუმატებელია და ცდილობს იმედგაცრუება ბრიუსელში გადაიტანოს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი ევროპულ ინსტიტუტებს პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ პლატფორმად აღიქვამს. რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის მტკიცებებს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ახლა საკუთარი იმედგაცრუებას ბრიუსელში გამოხატავს.

დიახ, ჩვენს მთავრობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს კავშირის ფუნქციონირების, მიგრაციის, მედიისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. თუმცა, ეს არის მიზეზი სლოვაკეთის რესპუბლიკას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხების შესახებ ლექციები წაუკითხოთ.

ასეთი რეზოლუციების მიღების ნაცვლად, ევროპარლამენტმა საბოლოოდ უნდა დაიწყოს ევროპელი მოქალაქეების რეალური პრობლემების – კონკურენტუნარიანობის დაკარგვის, ენერგეტიკული ან უსაფრთხოების საფრთხეების – მოგვარება.

სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, პატივს სცემს ყველა წესს და ნებისმიერი ღია საკითხის შემთხვევაში კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს. სწორედ ასე მოხდა კომისიის მიერ მომზადებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშის შემთხვევაშიც, რომელიც ევროკომისიასთან ორმხრივი დიალოგისა და ჩვენი არგუმენტების საფუძველზე უფრო ობიექტური გავხადეთ“, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.