ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია3°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲛᲐᲘᲡᲘ21:59
გია აბაშიძე

განცხადება · 152 ნახვა

„ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით – ეტლები, მასაჟები და ა.შ., მაშ, რას მოითხოვენ „ნაცმანქურთები“ სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!“

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო – “წამალი ბავშვებს”, “მთავრობას ფული ენანება”. დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების უმძიმესი პრომლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული „ნაცსექტა“.

„გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული (DMD) ბავშვების უმძიმესი პრომლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული ნაცსექტა.

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო – “წამალი ბავშვებს”, “მთავრობას ფული ენანება”. დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები.

ყურადღება! ამას ისედაც აფინანსებს სახელმწიფო ყოველწლიურად 3 მილიონით (ეტლები, მასაჟები და ა.შ.). მაშ რას მოითხოვენ ნაცმანქურთები სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!

უდიდესი მადლობა და პატივისცემა თითოეულ თანამემამულეს გაღებული ალალი მოწყალებისთვის!

მაგრამ ნაცპარაზიტები რომ ამოსაშანთნი არიან, კიდევ ერთხელ დარწმუნდება არაერთი, ადრე თუ გვიან DMD-ზე არაკაცური და არაქალური ნაცსპეკულანტობის გამოც!“ – წერს აბაშიძე.

გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გია აბაშიძე„როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო "ნაცები" ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ. ეს მათი ხელწერაა- სხვისი უბედურება, ადამიანების ტკივილი და საერთო ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის "გასაპიარებელ" მასალად აქციონ“
  2. გია აბაშიძე„ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“
  3. გია აბაშიძე„ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე, მაშინ როცა კანონი საპირისპიროს პირდაპირ განსაზღვრავს“
  4. გია აბაშიძე„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“