ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲛᲐᲘᲡᲘ22:17
ნინო ფოჩხუა

განცხადება · 133 ნახვა

„სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი“

თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება.

„ თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ თავს ზემოთ ძალა არ არისო. დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში ამ ვერაგი დაავადების განკურნების წამალი, მიუხედავად მთელი მსოფლიოს წამყავი ინსტიტუტების და მეცნიერების მუშაობისა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამ მოცემულობაში ჩვენმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო ამ მეტად სენსიტიური თემის თავის სასარგებლოდ გამოყენება, ლოზუნგით “წამალი ბავშვებს,” ჩართეს სტუდენტობა, ილიაუნის უნივერსიტეტით ავანგარდში და იგივე ლოზუნგით დაიწყეს ფულის შეგროვება, შემდეგ უცხოელი დამკვეთებიდან ეტყობა რომელიმე მიხვდა, რომ არ არსებული წამლის მოთხოვნა არ იყო მომგებიანი და გადავიდნენ ამ ბავშვების მოხმარების საგნების და პროცედურებისთვის თანხის შეგროვებაზე, თითქოს არც დამკვეთებმა და არც შემსრულებლებმა არ იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს, ამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი. ვინ დაგიჯერებთ. გაჭირვებული ადამიანებით მანიპულაციაზე მაინც შეიკავეთ თავი თქვენ უჯიშო, უსამშობლო ადამიანებო და რაც მთავარია ჩვენს ახალგაზრდობას ნუ ურევთ ტვინს.“ – წერს ფოჩხუა.

ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  2. ნინო ფოჩხუა„ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“
  3. ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
  4. ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“