„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“
ჩუბინიძის დაკავებაზე
„პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ“
„აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას“
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
„მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია- ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ ევროკომისიის კვლევას თუ ერთი მუჭა დესტრუქციული ოპოზიციის ჭორაობას ხელისუფლების ურეიტინგობის შესახებ?“
„გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ“
„ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას“
თორნიკე რაზმაძეზე
„შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში“
„გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა“
„ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად. სუსმა გამოძიება დაიწყო და დამნაშავეები პასუხს აგებენ“
„ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას – აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ“
„მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში… არაა ბევრი ფიქრი საჭირო“
„რისიც გვეშინოდა ის მოხდა, გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო, მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის, არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხტომებს“
„აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია“
„მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის“
გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე
„სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი, იმას მაინც ნუ იტყვით მშობლები სახლებს ყიდიან, შვილებს საჭიროების ინვენტარი რომ შეუძინონ და საჭირო პროცედურები ჩაუტარონო, თავიდან ბოლომდე ფარსია ეს ყველაფერი“
„ეს არის შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რასაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას და პატრიარქს ვერ მოერევიან“
„1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს და ამას ისეთი სიმამაცით დაწერს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან“
„გახარიას მიერ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ერთი დღის ფასი აქვს – გაქცეულ ექსპრემიერს სალაპარაკო არაფერი აქვს და იმისთვის, რომ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, არაფერი დარჩენია ტყუილის და სიცრუის გარდა“
„ოპოზიციის წარმომადგენლებს ალბათ სიზმარი ჰგონიათ, იფიქრებდნენ კი ადრე, რომ ზელენსკი ასე შეხვდებოდა ირაკლი კობახიძეს, ან პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების ეპიცენტრში იდგებოდა – საქართველო მარტო ევროპისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანაა“
„მამუკა მდინარაძე წარმატებული იყო უსაფრთხოების სამსახურში, პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება აშკარად დაეტყო მის გუნდს, ამიტომ მისასალმებელია მისი ახალი თანამდებობა, ისევ ვიხილავთ მის მწვავე პოლიტიკურ გამოსვლებს. ასე რომ სულ ტყუილად აჟიტირდნენ ოპოზიციონერები“
„დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ“
„ამ ადამიანებისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, არც ჩვენი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, როგორიც 9 აპრილია. ვინ მისცა უფლება ერთ მუჭა ხალხს აუკრძალონ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის მემორიალთან მისვლა“
„იმდენად გასულები არიან რეალური ცხოვრებიდან, რომ უკვე ყველა ფოტო-ვიდეოზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ- რა ნახეს ისეთი, რითიც დააკნინეს ირაკლი კობახიძე?“
ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე
„ვინც ჩართული ხართ ამ აღმაშფოთებელ, ტყუილ კამპანიაში, დროზე გამოფხიზლდით! პროცესი, რაც ახლა მიდის 1 წელია გრძელდება, მთავრობა ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციას უკეთებს, ჩიპავს და აბრუნებს ბუნებაში! შეწყვიტეთ ბინძური ტყუილების გავრცელება“
„დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს “ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა, მაგრამ ამ პროცესებს ვეღარავინ შეაჩერებს“
„გახარიას პრემიერობის დროს სოციალურად დაუცველის სიაში აღმოჩნდა ოჯახი, რომელსაც ბიზნესი, 4 მანქანა და 2 აგარაკი აქვს“
„ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გვთხოვს, რაზე მეტყველებს ეს, იმაზე ხომ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორი გზით მიდის და სწორი საგარეო კურსი უჭირავს?“
„„ერთი – ერთზე მეჩხუბე, ჩემი დედა ვატირე“- ეუბნება ბესელიას შვილი პოლიციელს. გარდა იმისა, რომ პოტენციური მკვლელია, რომელიც მძიმე ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭესთან ზის, უპატივცემულოდ ეპყრობა პოლიციას და აგინებს საკუთარ დედას“
„საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მიხაელ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში.“
„როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს, როცა შენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთი ძლიერია და რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილი აქვს, ისიც ცხელ კვალზე“
„ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა“
მაგდა მამუკაშვილზე
„ძალიან რთულია ქართულ საჯარო სივრცეში ისეთი ადამიანი მოინახოს, რომელსაც ტექსტიდან ან მოსმენილიდან ლოგიკური ჯაჭვის აგება მერაბ მეტრეველზე მეტად უჭირს“
„ეტყობა ჩვენს ოპონენტებს მიხეილ ყაველაშვილი გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილში ერევა, რომლებიც ან “პატრონების” კარნახით ან საკუთარი ნათესავების შეწყალებით იყვნენ დაკავებულნი“
„ხანდახან მგონია ასეთი სინქრონული მოქმედება აშშ-ის ხელისუფლებასა და ჩვენს ქვეყანას შორის, წინასწარ ხომ არ არის დაგეგმილი? ეს ხუმრობით, სინამდვილეში მოწმენი ვართ სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე“
„როგორ შეიძლება არ აღფრთოვანდე დღევანდელი ხელისუფლებით, რომელმაც დიდი ხნით ადრე ამხილა ვენეციის კომისია უსარგებლო, ფულის საეჭვო მფლანგველ ორგანიზაციად, რასაც დღეს ტრამპმა და რუბიომ წერტილი დაუსვეს“
აშშ-ის ვენეციის კომისიიდან გასვლაზე
„პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა გარკვეული მედია-საშუალებები, მათ შორის „ტვ. პირველი“, უკვე ცდილობენ თემის დისკრედიტაციას“
„ძალიან დიდი სირცხვილი და უღირსობაა გრიგოლ ლილუაშვილის საქციელი. კაცი, რომელიც ამხელა თანამდებობას იკავებს, ფული ქოლცენტრებიდან როგორ უნდა აიღოს, თან ამ ჭუჭყიანი ფულით, მტერი მედია დააფინანსოს. ჩემთვის კი მთავარი მაინც მისი უმადურობა და ღალატია, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს აკადრა“
„სირცხვილი ირმა ინაშვილს და დათო თარხნიშვილს, სახელი მაინც გამოუცვალონ თავის პარტიას ” მოღალატეთა ალიანსი”, ეს სახელი უფრო შეეფერებათ. მოვა დრო, როცა ყველა მიხვდება რა როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობისთვის“
„ეს მოძალადე რადიკალი ქალბატონი არა თუ ბანკში უნდა იყოს დასაქმებული, საერთოდ უნდა გაირიყოს საზოგადოებისგან. მიკვირს როგორ თანამშრომლობს “თიბისი” ბანკი დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენელთან, რომელსაც სძულს ადამიანები და გამოირჩევა ზიზღის ენით“
ნანა დიხამინჯიაზე