ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიუცხოური მედია128 ნახვა

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაზე გაცილებით დიდი ხანია ელოდებიან

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა, ვერა იუროვამ „ევრო ნიუსთან“ ინტერვიუს დროს, წამყვანის კითხვაზე, „ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი“ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ბევრ ადამიანს ესაუბრა, რომლებიც დაიღალნენ იმით, რომ 20 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.

მას მიაჩნია, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.